იურიდიული დოკუმენტები

იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდგომ, შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული დოკუმენტების მომზადება, რაც გულისხმობს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, როგორიცაა განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.

იურიდიული კომპანის BGL უზრუნველყოფს იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ჩვენ ასევე გთავაზობთ იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზსა და შემოწმებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულების, ანდერძის, აქტის და ა.შ.) ანალიზს და მათი ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

კომპანიის იურისტები გაგიწევენ უფასო კონსულტაციას და შეთანხმების საფუძველზე მოგიმზადებენ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას.

მომსახურების ვადები და ფასები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.