სასწავლო ცენტრი

შპს „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ დაარსდა 2017 წლის 26 ოქტომბერს. კომპანიის დამფუძნებელი არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი ადვოკატი, რომლის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობისთვის გამოცდილების გაზიარება, მათი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება .

არსებობის მცირე დროის მიუხედავად, კომპანიამ განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი და სტაჟირების კურსი, როგორც სამოქალაქო/ადმინისტარიული, ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით. კომპანიის კურსდამთავრებულებს მიეცათ პროცესებზე დასწრების, იურიდიული დოკუმენტების მომზადების, კლიენტებთან ურთიერთობის და კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობა, რამაც მათ შესძინა პროფესიასთან დაკავშირებული აუცილებელი უნარ-ჩვევები და პრაქტიკული ცოდნა.

კომპანიის პრიორიტეტია სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულთათვის იმ ცოდნის მიცემა, რაც მათ მომავალში კონკურენტუნარიან იურისტებად/ადვოკატებად ჩამოაყალიბებს.

კომპანია გთავაზობთ არა მხოლოდ სტაჟირებასა და ტრენინგ კურსებს, არამედ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამას, ასევე ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 1 წლიანი სავალდებულო სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.

ტრენერები