გადახდისუუნარობის სამართალი

1,627

იურიდიული კომაპნია ,,BGL“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ეტაპზე გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს:

1. არსებობს შემთხვევები, როდესაც საწარმოს არსებობა მისი ფინანსური სიძნელეების გამო საფრთხის წინაშე დგება, ზოგჯერ კი მისი არსებობის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. მდგომარებიდან გამომდინარე, ვარკვევთ რა შემთხვევაში შეიძლება რეაბილიტირდეს კომპანია და რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს გაკოტრების პროცესში, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს სამართლის მოთხოვნათა დაცვით.

ჩვენი კომპანია ეხმარება კლიენტებს მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული გადახდისუუნარობის კანონმდებლობით მათ სასიკეთოდ გათვალისწინებული და გამოყენებადი შესაძლებლობები.

2. სამართლებრივ მომსახურებას ვთავაზობთ პირებს, რომლებიც გადახდისუუნარობის წინაშე მდგომი კომპანიის კრედიტორთა სიაში ირიცხებიან. მათი ქონებრივი ინტერესები დგას განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, რა დროსაც დროულ მოქედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.