შრომის სამართალი

1,734

შრომითი სამართალი არის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური დარგი, რომლის სუბიექტებს წარმოადგენს დამსაქმებელი და დასაქმებული ან მათი გაერთიანებები. მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა და ვერტიკალურ მდგომარეობაში (დამსაქმებლის დომინირებული მდგომარეობა) ყოფნა განაპირობებს დასაქმებულთა ინტერესების დაცვისთვის განსაკუთრებული მიდგომების დაწესებას, რაც რეალიზებულია საქართველოს შრომის კოდექსში. მიუხედავად რეგულაციის არსებობისა, პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ ხშირია დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოხატული შეიძლება იყოს დისკრიმინაციული მიდგომით, შრომის უსაფრთხო პირობების დარღვევითა და ა.შ.

იურიდიული კომპანია გთავაზობთ შრომითი უფლებების მაქსიმალურ დაცვას დასაქმებულ პირთა მიმართებით როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმდინარეობისას.

კომპანიის მხრიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მხარდაჭერა ასევე გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შედგენას, კომპანიის შინაგანაწესის ფორმირებას,სამუშაო აღწერილობების განსაზღვრას, დისციპლინარული გადაცდომის თაობაზე დამსაქმებლის შესაბამისი ბრძანებების წარმოებას, შრომითი ურთიერთობის შეცვლა/შეწყვეტასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას და შრომით დავებში წარმომადგენლობას.