„ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმება“

1,569

2018 წლის 23-26 იანვარს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგთა ციკლი ,,ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების” შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში მოწვეული იყო 23 ექსპერტი, რომლებმაც ტრენინგების,საერთო სესიებისა და პარალელური სესიების რეჟიმში წევრებს დეტალურად გააცნეს ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო სექტორის როლსა და დანიშნულებაზე აღნიშნული შეთანხმების შესრულების მიმდინარეობისას.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო ჩვენი ორგანიზაცია,რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი – თამარ გაბადაძე.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და ექსპერტებს საინტერესო სესიებისთვის!