იმიტირებული პროცესი

1,569

იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში.

სწორედ ამიტომ იურიდიული კომპანია ბი ჯი ელ/ Law Company BGl-ისა და შპს  ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” ორგანიზებით სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებსა და  კუსრდამთავრებულებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ იმიტირებული სხდომა (სისხლის სამართალში) ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოგახსენებთ, რომ იმიტირებულ სასამართლო სხდომას წინ უძღოდა სტაჟიორთა 3 თვიანი სწავლების კურსი, რომელსაც გაუძღვნენ იურიდიული კომპანია ბი ჯი ელ-ის ადვოკატები ლამარა ბარკალაია და თამარ გაბადაძე.   ამ პერიოდის განმავლობაში მსმენელება მიიღეს ცოდნა პროცესის მონაწილეთა მიერ პრაქტიკულად განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარათ იმიტირებული სხდომისთვის მზადების პროცესში – დამოუკიდებლად შეადგინეს საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია და სრულყოფილად გაითავისეს პროცესის წარმოების უმთავრესი პრინციპი – შეჯიბრებითობა.

ვულოცავთ კომპანიის სტაჟიორებს პროცესზე წარმატებით გამოსვლას და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვპირდებით!