მედიაციისა და არბიტრაჟის ძირითადი პრინციპები

1,500

2 თებერვალს იურიდიული კომპანია ბი ჯი ელ/Law Company BGL-ის ადვოკატებმა- ლამარა ბარკალაიამ და თამარ გაბადაძემ  “დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ოფისში ჩაატარეს საჯარო ლექცია დავის განხილვის ალტერნატიულ საშუალებებზე.კერძოდ, მედიაციისა და არბიტრაჟის ძირითადი პრინციპებზე , უპირატესობებსა და მათი გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოში.

საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სასწავლებლის  სტუდენტები და ადვოკატები.