პროექტის წერის ტექნიკა

1,922

იურიდიული კომპანია ბი ჯი ელ/ Law Company BGL-ისა და შპს „დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორგანიზებით 2018 წლის 19 მაისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე  “პროექტის წერის ტექნიკა“

ტრენინგის ძირითადი მიზნები:

  • სწორად დაწერილი, პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტი მოითხოვს ისეთი უნარების ფლობას, რომელიც ავტორს დაეხმარება შექმნას წარმატებული პროექტი;
    • მთავარი ასპექტებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე მოიპოვოს დაფინანსების გზები;
    • ტრენინგის პროცესში მონაწილეების მიერ პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით მცირე პროექტის დაწერა;

ტრენინგს გაუძღვება  ლანა ლაგვილავა,  რომელსაც აქვს მრავალწლიანი  გამოცდილება, როგორც ტრენერად, ისე არასამთავრობო სექტორსა და სხვადასხვა სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციაში მუშაობის (იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური და სხვ.).

ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 საათი და მისი მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი  თემები:

• რატომ უნდა შევქმნათ პროექტი;
• რა მიზანს ემსახურება პროექტი;
• რა საშუალებებით შეგვიძლია მისი წარმატებულად განხორციელება;
• როგორ დავაზღვიოთ რისკები;
• ბიუჯეტის შედგენის ტექნიკები;
• როგორ შევაფასოთ პროექტი;

ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება 15 მსმენელით.