პოლიცია და ადამიანის უფლებები

1,997

შპს „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ ერთ დღიან ტრენინგს თემაზე „პოლიცია და ადამიანის უფლებები“.

ტრენინგის მიზანია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება მათ უფლებებში. ადამიანის უფლებები სათავეს იღებს მათი ღირსებიდან და პიროვნული ფასეულობებიდან. ეს უფლებები საყოველთაო, ხელშეუვალი და თანასწორია, რომლებიც ხშირად ირღვევა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა აღნიშნული ტრენინგი შემდეგი თემატიკით:

* ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და მოქალაქის უფლებები;

* ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების პროცედურები;

* ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები;

* პირის გამოკითხვა და გამოსაკითხი პირის უფლება-მოვალეობანი;

* პირის მოწვევა პოლიციის განყოფილებაში;

* საპოლიციო რეიდი და მისი სამართლებრივი ფარგლები;

* პირის უფლებები ჩხრეკა-ამოღების დროს;

* როდის და რა შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციული პატიმრობა.

ტრენინგი ხანგრძლივობა- 5 საათი

ტრენინგს გაუძღვება ყოფილი პატრულ-ინსპექტორი შალვა ბაქრაძე.

ტრენინგის ღირებულება: 30 ლარი