ადვოკატის (სავალდებულო) სტაჟიორი

2,159

,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, იმისთვის რომ პირი გახდეს ადვოკატი, ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ჰქონდეს იურისტად, ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის 1 წლის სტაჟი.

დამწყებ ადვოკატთა სკოლა გთავაზობთ ადვოკატის სტაჟიორად გამწესებას 1 წლის ვადით, რათა მათ ვინც უკვე ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ აქვს იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, კომპანიის ადვოკატებთან გაიაროს სტაჟირება, რის შესახებაც ეცნობება ადვოკატთა ასოციაციას ,,ადვოკატთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის I პუნქტით დადგენილი წესით.

კურსის ფარგლებში მონაწილე სტაჟიორები უშუალოდ განახორციელებენ კლიენტებთან შეხვედრას, სხვადასხვა ხელშეკრულებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, იქნებიან პირთა წარმომადგენლები პირველი ინსტანციის სასამართლოში (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

კურსის ღირებულებაა თვეში 100 ლარი.

გაიცემა ცნობა 1 წლიანი სტაჟირების გავლის შესახებ.

რეგისტრაციის გასავლელად შეავსეთ ფორმა