6 თვიანი სასწავლო კურსი სტაჟირებით

2,112

„დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ და იურიდიული კომპანია ,,BGL”-ის ერთობლივი თანამშრომლობით სამართლის ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს გთავაზობთ 6 თვიან სასწავლო კურსს სტაჟირებით, რომლის ფარგლებში პირველი სამი თვის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგები, ხოლო შემდეგი 3 თვე დაეთმობა იურიდიულ კომპანიაში სტაჟირებას.

კურსის მიზანია იმ წინააღმდეგობის აღმოფხვრა, რაც ნებიმიერი დამწყები იურისტისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ დღევანდელ რეალობას თუ გადავხედავთ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ყველა დამსაქმებელი ითხოვს გამოცდილ კადრს, გამოცდილებას კი სტუდენტი ვერ იღებს უნივერსიტეტში, ეს უკანასკნელი ორიენტირებულია თეორიული ცოდნის მიცემაზე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე , კურსის ფარგლებში სტუდენტი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის ეტაპზე დაეუფლება და გაითავისებს პრაქტიკოსი იურისტისა და

ადვოკატისათვის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, მიიღებს ამასთან დაკავშირებულ სერტიფიკატს, რაც ნებისმიერი დამსაქმებლისთვის იქნება წინაპირობა განიხილოს აპლიკანტის თანამდებობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან მიმართებით.

აღნიშნული კურსის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ მათთვის სასურველი შემდეგი მამართულებიდან ერთ-ერთი:

4. სამოქალაქო / ადმინისტრაციული სამართალი;

5. სისხლის სამართალი;

6. საერთო სამართლი;

კურსის ღირებულება შეადგენს თვეში 100 ლარს.

კურსის დასრულებისას ჩატარდება იმიტირებული პროცესი და გაიცემა სერტიფიკატები.

რეგისტრაციის გასავლელად შეავსეთ ფორმა