იმიტირებული სასამართლო პროცესი

1,436

იმიტირებული სასამართლო პროცესი ხელს უწყობს რეალურ პრაქტიკასთან მაქსიმალურ მიახლოებას და მიღებული ცოდნის სამუშაო პროცესში გადატანას.

სწორედ ამიტომ, დამწყებ ადვოკატთა სკოლის სტაჟიორებისთვის მოეწყო იმიტირებული სასამართლო სხდომა, რომელსაც წინ უძღოდა ტრენინგი, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იყო სისხლის სამართლის პროცესის სტადიები, შესავალი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, დასკვნითი სიტყვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტი სასწავლო ხასიათის ატარებდა და ორიენტირებული იყო მონაწილე მხარეების პროფესიული უნარების განვითარებაზე.