სამეწარმეო-სამართლებრივი მომსახურება

1,185

 

იურიდიული კომპანია “BGL”-ის სამეწარმეო-სამართლებრივი მიმართულების სერვისი გულისხმობს მეწარმე სუბიექტების, მათ შორის შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობითი ოფისების (უცხო ქვეყნის ფილიალების) იურიდიულ მომსახურებას ბიზნესის განვითარების ნებსმიერ ეტაპზე. აღნიშნული მომსახურება მორგებულია კლიენტების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სერვისებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული მეწარმე სუბიექტის საქმიანობიდან გამომდინარე.

სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • საწარმოს დაფუძნების ეტაპზე სამართლებრივ მხარდაჭერას (სადამფუძნებლო ხელშეკრულების შედგენა…);
  • იურიდიული პირის რეგისტრაცია ოპტიმალურად შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით;
  • კორპორატიული მართვის სისტემის ჩამოყალიბება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება თანამშრომლებთან;
  • კომპანიის ფინანსური საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება, საგადასახადო სისტემის სათანადო ფორმის შერჩევა;
  • სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში დადებული გარიგებების სამართლებრივი სრულყოფა;
  • სამართლებრივი რეკომენდაციების გაწევა ბიზნეს გარიგებების დადებასთან დაკავშირებით;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება;
  • მოლაპარაკებების წარმოება იურისტის მონაწილეობით;
  • პარტნიორთა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დაცვა/რეალიზება;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სამართლებრივ-საკონსულტაციო მომსახურების განხორციელება შიდა და გარე საკითხებთან დაკავშირებით;
  • სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება;

საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული კომპანია  BGL” მიავლენს იურისტს კლიენტის ოფისში რელევანტური პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად კლიენტი იღებს უწყვეტ კონსულტაციას მნიშვნელოვან საკითხებზე.

იურიდიული კომპანია   “BGL” – ის სამეწარმეო-სამართლებრივი შეთავაზება განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის, მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ახორციელებენ ისინი ან სად ეწევიან აღნიშნულ საქმიანობას.

მომსახურების ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად განსაზღვრული ხელშეკრულების პიროებებზე დაყრდნობით.