გილოცავთ ადვოკატის დღეს!

1,210

იურიდიული კომპანია BGL-ის თანამშრომლები  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრს ვულოცავთ პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერი ადვოკატთა დღედ 2011 წელს გამოცხადდა. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი გახლდათ.