622

ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერი ადვოკატთა პროფესიულ დღედ 2011 წელს გამოცხადდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში მოღვაწე ადვოკატები ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან დღეს. ამავე დროს, 8 ნოემბერი ყველასათვის საამაყო საზოგადო მოღვაწის, მწერლის, ადვოკატის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის – ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.

ადვოკატის პროფესია არის საამაყო, იგი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და სოციალური ცხოვრების გამყარებაში, იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლების და დგას სიმართლის სადარაჯოზე.

ამ დღესთან დაკავშირებით, 8-9 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ „დამწყებ ადვოკატთა სკოლისა“ და იურიდიული კომპანია  „ბი-ჯი-ელ“-ის ადვოკატები, ასევე, ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ადგილობრივმა და უცხოელმა ადვოკატებმა აქტიური განხილვისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შედეგად, მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე, რაც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტები და სხვა რელევანტური საკითხები. მსგავსი კონფერენციების ჩატარება მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიის შემდგომი განვითარებისათვის.

თავის მხრივ, „დამწყვებ ადვოკატთა სკოლა“ და იურიდიული კომპანია  „ბი-ჯი-ელ“ გილოცავთ ადვოკატთა დღეს და გისურვებთ პროფესიულ წარმატებას და წინსვლას!