პროექტს ,,მოდი თეატრში” პირველმა რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა

1,064

საქველმოქმედო ფონდის ,,ცხოვრება მშვენიერია”–ს მიერ ინიცირებული და ორგანიზებული საქველმოქმედო პროექტს  #მოდითეატრში, პირველმა რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა სპექტაკლით ,,ასულნი”. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ იურიდიული კომპანია “BGL”-ის პარტნიორები ლამარა ბარკალაია და თამარ გაბადაძე.

პროექტი ,,მოდი თეატრში” კვლავაც გრძელდება და მასში ჩართულია ქალაქ თბილისში არსებული  ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრი, ასევე კინოთეატრები. პროექტის ფარგლებში თითოეული სპექტაკლიდან/კინოჩვენებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

იურიდიული კომპანია ,,BGL“ გახლავთ საქველმოქმედო ფონდ ,,ცხოვრება მშვენიერია“-ს პარტნიორი ორგანიზაცია და მხარდამჭერი პროექტისა ,,მოდითეატრში“.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2018 წლის 17 ივლისს, იურიდიულ კომპანია ,,BGL“-სა და საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერია“-ს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელის ფარგლებშიც იურიდიული კომპანია ,,BGL“- ის წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და მხარს უჭერენ საქველმოქმედო ფონდ ,,ცხოვრება მშვენიერია“-ს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს.