თამარ გაბადაძე ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

732

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, იურიდიული კომპანია BGL_ის დამფუძნებელი – ადვოკატი თამარ გაბადაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის წევრად აირჩია.

კომიტეტის მიზანია ახალგაზრდა ადვოკატთათვის პროფესიაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ინტეგრაციის პროცესში არსებული ბარიერების დაძლევაში დახმარება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომიტეტი შეიმუშავებს ინიციატივებს, წინადადებებს,პროექტებს და წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარეს და აპარატს.