მასტერკლასები

BLS აცხადებს მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებებით:

828

1. როგორ დავგეგმოთ ღონისძიება სწორად

ღონისძიებები საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ღონისძიება ეხმარება კომპანიას გახდეს ცნობადი, მოიპოვოს მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღება.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უნდა გაიუმჯობესოს ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის უნარები, დააზღვიოს რისკები, რათა მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს ღონისძიება.

მასტერკლასზე განხილული იქნება:

  • ღონისძიების რა სახეები არსებობს;
  • როგორია ზოგადი კურსი ღონისძიებების დაგეგმვისას;
  • რა აუცილებელი კომპონენტები უნდა გავითვალისწონოთ კარგად ორგანიზებისთვის;
  • როგორ დავგეგმოთ ღონისძიება სწორად;
  • დავაზღვიოთ რისკები/ვმართოთ კრიზისული სიტუაციები;
  • მედიის როლი ღონისძიებების ჩატარებაში;
  • ივენთების ხარჯები და ბიუჯეტის გაწერა;
  • შეფასება და მზადება პრეზენტაციისთვის;

მასტერკლასი ჩატარდება 2019 წლის 2 მაისს 19:00 საათზე.

2. როგორ ჩავატაროთ პრეზენტაცია ეფექტურად

ჩვენს ყოველდღიურეობაში ხშირად ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს პროდუქციის, ნივთის, ცოდნის ან უნარების წარმოჩენა. ამ დროს აუცილებლად გვჭირდება ეფექტური პრეზენტაციის უნარები, რათა დავაინტერესოთ აუდიტორია და პროდუქტიულად ჩაიაროს პრეზენტაციის პროცესმა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს პრეზენტაციების ეფექტურად ჩატარების უნარებს, ვისაც სასწავლო დაწესებულებაში ან სამუშაო ადგილზე უწევს პრეზენტაციების მოწყობა. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

მატერკლასზე განხილული იქნება:

  • რას ნიშნავს ეფექტური პრეზენტაცია;
  • რატომ გვჭირდება ეფექტური პრეზენტაციის უნარები;
  • სად შეიძლება დაგვჭირდეს ამ უნარების გამოყენება;
  • რა საშუალებებით შეიძლება პრეზენტაცია ჩავატაროთ ეფექტურად;

მასტერკლასი ჩატარდება 2019 წლის 11 მაისს 16:00 საათზე.

3. როგორ ვმართოთ ჯგუფი ტრენინგის მსვლელობისას

ტრენინგის ჩატარება ძალიან საინტერესო და რთული პროცესია. თემების განხილვისას ჯგუფში ხშირად ვაწყდებით კონფლიქტურ სიტუაციებს, ან ხდება ისე, რომ ადამიანები ვერ გამოხატავენ სათანადო მოტივაციას. ზოგჯერ კი პირიქით, ზედმეტად მოტივირებულები არიან. ყველა ეს შემთხვევა რთულია, რადგან შეიძლება დაგეგმილი პროცესები სხვაგვარად განვითარედეს, ან ტრენერმა ვერ შეძლოს ბოლოდე თემების განხილვა, ან მონაწილეების მოლოდინები ვერ გამართლდეს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია, თუ ჩვენ ვფლობთ ჯგუფის მართვის უნარებას.

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი ტრენერებისთვის,, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც უწევთ ურთიერთობა სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან და სურთ გაიღრმავონ ცოდნა ამ იმართულებით.

მასტერკლასზე განხილული იქნება:

  • კონფლიქტის სახეები და მოგვარების სტრატეგიები;
  • რატომ ვატარებთ ტრენინგს;
  • კარგი ტრენერის უნარები;
  • სხვადასხვა მოტივაცის მქონე ჯგუფები;
  • ტრენინგის ეფექტურად დაგეგმვის მოდელები;
  • ენერჯაიზერების და სხვადასხვა თამაშების როლი ჯგუფის მართვაში;
  • ჯგუფის მართვის სტრატეგიები;

მასტერკლასი ჩატარდება 2019 წლის 16 მაისს 19:00 საათზე.

4. როგორ დავწეროთ პროექტი

სწორად დაწერილი, პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტი მოითხოვს ისეთი უნარების ფლობას, რომელიც ავტორს დაეხმარება შექმნას წარმატებული პროექტი. მთავარი ასპექტებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებით მოიპოვოს დაფინანსების გზები.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს პროექტების წერის ტექნიკას და გაიუმჯობესოს მისი ეფექტურად წერის უნარები.

მასტერკლასზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • რატომ უნდა შევქმნათ პროექტი;
  • რა მიზანს ემსახურება პროექტი;
  • რა საშუალებებით შეგვიძლია მისი წარმატებულად განხორციელება;
  • როგორ დავაზღვიოთ რისკები;
  • ბიუჯეტის შედგენის ტექნიკები;
  • როგორ შევაფასოთ პროექტი;

მასტერკლასი ჩატარდება 2019 წლის 25 მაისს 16:00 საათზე.

მასტერკლაებს გაუძღვება BLS – ის მოწვეული ტრენერი – ლანა ლაგვილავა.

მასტერკლასზე დასასწრებად დაგვიკავშირდით: 577 41 40 00

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ – დამწყებ ადვოკატთა სკოლა

მასტერკლასის საფასურია 30 ლარი.

მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.