როგორ დავირეგისტრიროთ მიწა უფასოდ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში

გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ

733

2016 წელს ძალაში შევიდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შეუძლიათ მართლზომიერ მფლობელობაში არსეული მიწის დარეგისტრირება უფასოდ – ზედმეტი ძალისხმევისა და ფინანსების დახარჯვის გარეშე.

თუმცა დღეის მდგომარეობითაც ბევრია შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთი პირს აქვს თვითნებურად დაკავებული და არ აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. საკუთრების უფლება და შესაბამისად მიწის განკარგვის (გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ.) უფლებამოსილება კი მისი რეგისტრაციის შემდეგ აქვს პირს, რომელიც წარმოიშობა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან.

აღნიშნული რეგისტრაცია გამარტივდა და უფასოდაა ხელმისაწვდომი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2016 წელს დაიწყო და 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება, რომელის ფარგლებშიც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა- ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით;

მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

  1. ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  2. საკომლო წიგნიდან ამონაწერი;
  3. მებაღის წიგნაკი;
  4. სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე;
  5. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია;
  6. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა;
  7. სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი;
  8. კერძო სამართლის იურიდიული პირებზე გაცემული პრივატიზაციის გეგმა;
  9. 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი;
  10. 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული;
  11. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  12. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

მიწის ბევრმა მფლობელმა დღემდე არ იცის, რა პროცედურები უნდა გაიაროს მიწის უფასოდ დასარეგისტრირებლად. სწორედ ამიტომ იურიდიული კომპანია ბი-ჯი-ელ_ ის ადვოკატთა/იურისტთა გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, ასევე წარმოადგინოს თქვენი უფლებები  საჯარო რეესტრსა თუ სასამართლო ინსტანციებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 577 41 40 00, ან მობრძანდით – ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის N 101.