ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა"

780

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლაში” ცხადდება მიღება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე.

მოსამზადებელ ჯგუფში მეცადინეობა ჩატარდება ყოველდღიურად, 2019 წლის 16 სექტემბრიდან – 2 დეკემბრამდე, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით. ყოველ შაბათს ჩატარდება ტესტირება.

აღნიშნულ სასწავლო კურსზე მონაწილის მიღების ბრძანება გამოიცემა სწავლის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ, როდესაც მონაწილე დარწმუნდება, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული სწავლების მეთოდი მისთვის მისაღებია.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა სარეგისტრაციო ბმული ან დაგვიკავშირდით 577 41 40 00; 599 43 45 05; 574 45 45 40;

ღირებულება – სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაცია – 500 ლარი, საერთო სპეციალიზაცია – 800 ლარი.

სასწავლო კურსის განხორციელების ადგილი- ქ.თბილისი, აკაკი წერეთლის N 101.

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ შექმნის მიზანი იურისტთა გადამზადება, მათი ადვოკატის პროფესიაში შესვლის საფუძველი და წარმატების გარანტიაა. სწორედ ამიტომ ჩვენთან წარმატება გარანტირებულია!