სამართალწარმოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა"

382

სასამართლო წარმოების უნარ-ჩვევების ფლობა არა მხოლოდ იურისტისთვის/ადვოკატისთვის, არამედ ნებისმიერი პირისთვის აუცილებელია, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და დაიცვას როგორც საკუთარი, ისე მესამე პირთა უფლებები.

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა” გთავაზობთ სასამართლოში საქმისწარმოების შემსწავლელ სერთიფიცირებულ კურსს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია როგორც საპროცესო დოკუმენტების შედგენის (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა…), ისე სასამართლო პროცესის სტადიების შესახებ.

ტრენინგს გაუძღვება ,,იურიდიული კომპანია ბი-ჯი-ელ”_ის დამფუძნებელი და ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” იურისტი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი – თამარი გაბადაძე .

ტრენინგი ჩატარდება 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან – 17:30 საათამდე, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის N 101-ში.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” სერთიფიკატები. 

ღირებულება – 30 ლარი.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული ან დაგვიკავშირდით 577 41 40 00, 574 45 45 40, 599 43 45 05.

იხილეთ ტრენინგის დღის წესრიგი