,,ეთნიკური უმცირესობა და ქალთა უფლებები”

სალონური საუბრები

492

2019 წლის 10 დეკემბერს, 17:00 საათზე,  ქალთა და ოჯახში  ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური  კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა / სალონური საუბრები  – ,,ეთნიკური უმცირესობა და ქალთა უფლებები“.

სალონურ გარემოში ადვოკატი ლამარა ბარკალაია, ადვოკატი თამარ გაბადაძე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები,  ერთად განიხილავენ  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ქალთა უფლებები
  • ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები-საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა
  • ადრეულ ასაკში ქორწინება
  • ქალთა შრომით უფლებები
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებ

  სალონური საუბრის საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დატვირთული დღის შემდეგ მყუდრო გარემოში განიტვირთონ და მიიღონ მათთვის აუცილებელი და საინტერესო ინფორმაცია. მოისმინონ მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება…

მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 101.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

599 43 45 05. 574 45 45 40, 577 41 40 00