იმიტირებული სასამართლო სხდომა

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა"

537

2019 წლის დასასრულს, 21 და 22 დეკემბერს, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ როგორც სათაო ოფისის, ისე ფილიალის სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო სხდომა გამართეს ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ტრენერთა დავდაუზოგავ შრომას, სტაჟიორთათვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემითა და სწავლებით გაჯერებულ ტრენინგებს, უშედეგოდ არ ჩაუვლია, რისი ნათელი მაგალითიც თითოეულმა სტაჟიორმა გამართულ იმიტირებულ სასამართლო სხდომებზე აჩვენა. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ კომპანიის ბათუმის ფილიალის სტაჟიორებზე, რომლებმაც მიუხედავად მცირე დროისა, შეძლეს და წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს.

სამართლის სტუდენტთათვის/დამწყებ იურისტთათვის პრაქტიკული ცოდნის მიცემა და შესაბამისად, მათი დასაქმების ხელშეწყობა გახლავთ კომპანიის უმთავრესი მიზანი, რომლის მიღწევასაც კომპანიის დაფუძნების დღიდან ვახორციელბთ და ჩვენი მიზნის მიღწევაში გვარწმუნებს კომპანიის ყოფილ სტაჟიორთა დროის მცირე პერიოდში მიღწეული წარმატებები…

_________________________________________________

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” სტაჟირების ჯგუფებში შემდეგ ნაკადთან მუშაობა დაიწყება 2020 წლის 13 იანვარს.მონაწილეობის მსურველებს კი უკვე აქვთ შესაძლებლობა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული და ასე დაიწყონ სვლა წარმატებისკენ…

სარეგისტრაციო ბმული

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 574 45 45 40; 599 43 45 05; 577 41 40 00;

მის. ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 101;

        ქ. ბათუმი, კ.გამსახურდიას 19;