კონკურსი ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ სტაჟიორთა შორის

221

2019 წლის დასასრულს, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ სტაჟიორებს შორის კონკურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტაჟიორებმა შეარჩიეს თემები, ჩაატარეს კვლევა, შეადგინეს ნაშრომი, რომელზედაც წარმართეს პრეზენტაცია.

კონკურსის ფარგლებში მოწვეულმა ჟიურის წევრებმა – ქალბატონმა თამარ ადამიამ, ეკა ბარბაქაძემ და ბატონმა თემურ სირაძემ გამოავლინეს ერთი გამარჯვებული – სოფიო ფირანაშვილი, რომელიც ,,იურიდიულ კომპანია ბი-ჯი-ელ“ _ში გაივლის 3 თვიან უფასო სტაჟირების კურსს.

კონკურსის ბოლოს კი ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” 2019 წლის შემოდგომის პირველი ნაკადის სტაჟიორებს გადაეცათ 3 თვიანი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.

ასე დასრულდა დატვირთული 2019 წელი ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ სტაჟიორებისთვის, რომელთაც 2020 წელს უფრო მეტი საინტერესო, ინფორმაციული, წამახალისებელი ღონისძიება და პროექტი ელით...