სტაჟირება ქ. თბილისსა და ბათუმში

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა"

566

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ იწვევს სამართლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების 3 თვიან კურსზე მონაწილეობის მისაღებად.

კურსის ფარგლებში სამართლის სტუდენტები/კურსდამთავრებულები, რომელთა სამართლებრივი საკითხების ცოდნა მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება, შეძლებენ იურისტის/ადვოკატის/პროკურორის პრაქტიკული საქმიანობის შესწავლასა და გააზრებას, რომლის განხორციელბაშიც მას დაეხმარება:
კურსის ფარგლებში ჩატარებული არაერთი პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული ტრენინგი;
ჩატარებული იმიტირებული სხდომები, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებლად მოუწევთ როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, ისე მარწმუნებლის/დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება სხვადასხავა სამართლებრივი საკითხების ირგვლივ, რომლის შემდეგაც მას მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომი განათავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი გახადოს
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მიღება ცხადდება საერთო სპეციალიზაციის (საერთო სამართალი) ჯგუფში, სადაც განხილული იქნება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები, რისი ცოდნაც დამწყები იურსიტისთვის/ადვოკატისთვის აუცილებელია და აღნიშნული ცოდნის მიღებას ისინი ვერ შეძლებენ უნივერსიტეტის ფარგლებში…

ტრენინგებს ჩაატარებენ სხვადასხვა მოწვეული სპიკერები.

სტაჟიორთა მიღება დაწყებულია როგორც ქ.თბილისში (სათაო ოფისი), ასევე ქ. ბათუმში (ფილიალი).

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერთიფიკატი და მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რის შემდეგაც საუკეთესო მონაწილე გაივლის უფასო სტაჟირებას იურიდიულ კომპანია BGL-ში .

კურსის ყოველთვიური ღირებულებაა 100 ლარი.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ  სააპლიკაციო ფორმა
განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

მობ. 574 45 45 40; 599 43 45 05; 577 41 40 00;
ელ-ფოსტა: lawyers.bls@gmail@com
ვებ-გვერდი: www.bgl.ge