,,სამართალწარმოება სისხლის სამართლის საქმეზე“

პირველი ინსტანციის სასამართლოში

223

2020 წლის 7 მარტს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორგანიზებით, ქ. ბათუმში, გაიმართება ტრენინგი ,,სამართალწარმოება სისხლის სამართლის საქმეზე“.

ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ადვოკატის როლისა და ფუნქცია/ მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოძიების ეტაპიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე.

ტრენინგს ჩაატარებს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი – ეკა ლატარია, რომელიც 2005 წლიდან გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი და სამეგრელო ზემო სვანეთის კომიტეტის თავმჯდომარე.

ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში,ზურაბ გორგილაძის N75, სასტუმრო ,,ჩაოს” საკონფერენციო დარბაზში. იხ. სასტუმრო ,,ჩაო”

ტრენინგზე დასწრება შეუძლია საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ტრენინგის ხანგრძლივობა და დღის წესრიგი იხ. დღის წესრიგი .

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერთიფიკატი.

ტრენინგის ღირებულება – 50 ლარი.

ტრენინგის ბოლოს ჩატრდება ტესტირება, საუკეთესო შედეგი მქონე კი დაჯილდოვდება 3 თვიანი უფასო სტაჟირებით ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლაში“.

რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგი სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით – სარეგისტრაციო ბმული .

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მის. სათაო ოფისი – ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 101; 
  •        ფილიალი- ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას 19;
  • მობ. 577414000, 599434505, 574454540;
  • ელ-ფოსტა: lawyers.bls@gmail.com
  • ვებ-გვერდი: www.bgl.ge