ჩვენ შესახებ

იურიდიული კომპანია ,,BGL“ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ოპერირებს 2018 წლიდან. კომპანიის დამფუძნებლები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე,  მაღალკვალიფიციური  ადვოკატები, რომლებმაც  გააცნობიერეს, რომ ქართული იურიდიული სივრცე საჭიროებდა ისეთ  სიახლეებს, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებდა ინტერესების დაცვის ბევრად უფრო ეფექტურ, ინოვატორულ ხედვას და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებდა თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე.

მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებამ და კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებამ მცირე დროის განმავლობაში მოგვაპოვებინა სანდო და  წარმატებული ორგანიზაციის სახელი.  კომპანიის საქმიანობის საგანია ფიზიკური და იურიდიული პირების წარმოდგენა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, საგამოძიებო ორგანოებში, არბიტრაჟში, მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას და მესამე პირებთან ურთიერთობაში. ჩვენი მიზანია შედეგზე ორიენტირებული წარმომადგენლობა, რაც გამორიცხავს კლიენტის ჩართვას ისეთ პროცესში, რომლის დანახარჯიც მოგებაზე დიდი იქნება…

ჩვენი პროირიტეტი გახლავთ ბიზნეს სამართლებრივი მხარდაჭერა. ამ მიზნით ვანხორციელებთ როგორც ერთჯერად, ისე კორპორატიულ მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კლიენტებს ვუწევთ სრულ სამართლებრივ სერვისს გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიზნესის სწორი მოწყობა, დაწყებული სამართლებრივი ფორმის არჩევით, დასრულებული საგადასახადო სისტემის ოპტიმალური ფორმის შერჩევით, რაც განაპირობებს ორგანიზაციის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და წინსვლას. ჩვენი რჩევები ბიზნეს სუბიექტებთან მიმართებით კონკრეტულ სფეროსთან მორგებული, კომერციული და სტრატეგიულია.

კომპანიას აქვს მოქმედი ფილიალი ქ. ქუთაისში. საადვოკატო და საკონსულტაციო მომსახურებას კი ვანხორციელებთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

გარწმუნებთ, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი და ფასეულობების კომბინაცია უკონკურენტოა!