ლამარა ბარკალაია ადვოკატთა სოციალური კომიტეტის წევრად აირჩიეს

844

?იურიდიული კომპანია BGL_ის დამფუძნებელი და ადვოკატი — ლამარა ბარკალაია 2019 წელს ადვოკატთა სოციალური დაცვის კომიტეტის წევრად აირჩიეს. ლამარა ბარკალაია 2018 წელსაც გახლდათ ამავე კომიტეტის წევრი, რა დროსაც აქტიურად იყო ჩართული კომიტეტის საქმიანობაში.

?ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისში ფუნქციონირებს 15 მუდმივმოქმედი კომიტეტი, ხოლო რეგიონულ ცენტრებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი) 16 რეგიონული კომიტეტი. თითოეული კომიტეტი შედგება არაუმეტეს 20 ადვოკატისგან, რომელთაც 1 წლის ვადით ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.

?კომიტეტების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს:
► ასოციაციის წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფა ასოციაციის საქმიანობაში;
► ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა;
► ადვოკატთა კორპუსის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა შესაბამის ინსტიტუტებთან;
► ადვოკატთა კორპუსის ნორმათშემოქმედებით პროცესსა და მართლმსაჯულების რეფორმებში მონაწილეობა;
► სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებასა და მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირების პროცესში ასოციაციის ჩართულობის უზრუნველყოფა.