თამარი გაბადაძე

პერსონალური ინფორმაცია

  • პოზიცია: დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი
  • პრაქტიკის არეალი: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
  • გამოცდილება: 8 წელი
  • ელ-ფოსტა: tamari.gabadadze1@gmail.com

იურიდიული კომპანია ,,BGL” – ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. თამარმა 2014 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი და ამავე წელს ჩაირიცხა მაგისტრატურის საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016 წელს მიიღო მაგისტრის აკადემიური აკადემიური ხარისხი ბიზნეს სამართლის მიმართულებით. დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი სახელწოდებით ,,სადამფუძნებლო ხელშეკრულება“.

თამარი 2017 წლიდან გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი – საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ხოლო 2019 წელს ის აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციაციაში ,,ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის“ წევრად.

ქ-ნი თამარი ასევე გახლავთ შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ იურისტი და ტრენერი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება ინტეგრირებულ სამყაროში“ დამფუძნებელი.

2018 წელს თამარმა ჩააბარა სასერთიფიკაციო კურსი სახელწოდებით ,,არჩევნები და საარჩევნო ტექნოლოგიები“

თამარი გამოირჩევა საკუთარი საქმიანობისადმი დაუზოგავი შრომისუნარიანობით, მიზანსწრაფულობითა და შეუპოვრობით, რაც აისახება კიდეც მის მიერ წარმოებულ საქმეთა საბოლოო შედეგების ანალიზისას.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენას.

დაუკავშირდით თამარს